აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ADB გთავაზობთ უფრო ფართო მიდგომას შუა დერეფნის ეფექტურობისა და გავლენის გაზრდის კუთხით, პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა

ADB გთავაზობთ უფრო ფართო მიდგომას შუა დერეფნის ეფექტურობისა და გავლენის გაზრდის კუთხით. პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, მაგალითად 2025-დან 2028 წლამდე ჩვენ განვახორციელებთ 3 მილიარდი დოლარის ინვესტირებას შუა დერეფანში, 750 მილიონ დოლარს ყოველწლიურად,- ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინგმინ იანგმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ შუა დერეფნის პროექტში, არამედ, ზოგადად ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაში.

„მე ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის პროექტში. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ADB -ის მხარდაჭერით შეიქმნა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის Central Asia Regional Economic Cooperation (CAREC) პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გვაქვს 6 დერეფანი. რიგით მეორე დერეფანი დიდწილად ემთხვევა შუა დერეფანს. ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დავაფინანსეთ მნიშვნელოვანი პროექტები მათ შორის საქართველოში, რომელთა შორის არის დასავლეთ-აღმოსავლეთის გზატკეცილი. საქართველო არა მხოლოდ თამაშობს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის პროექტში, არამედ ზოგადად თამაშობს მნიშვნელოვან როლს CAREC-ის რეგიონულ თანამშრომლობაში და ბევრ შემთხვევაში საქართველო იყო მოწინავე რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის წახალისებაში. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო გაერთიანებული ტრანსსასაზღვრო გამშვები პუნქტი აზერბაიჯანთან, რაც ზრდის დაკავშირებადების, პოლიტიკის, რეგულაციების და სტანდარტების ჰარმონიზების გზით.

პანელზე, რომელსაც ვესწრებოდი, წარმოიშვა საინტერესო კითხვები, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, როგორ გავხადოთ შუა დერეფანი უფრო მეტი გავლენის მქონე და როგორ შევამციროთ ხარჯები. ADB გთავაზობთ უფრო ფართო მიდგომას შუა დერეფნის ეფექტურობისა და გავლენის გაზრდის კუთხით. პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, მაგალითად, 2025-დან 2028 წლამდე ჩვენ განვახორციელებთ 3 მილიარდი დოლარის ინვესტირებას შუა დერეფანში 750 მილიონ დოლარს ყოველწლიურად. მეორე, მნიშვნელოვანია, დაკავშირებადების გაზრდა, პოლიტიკის, რეგულაციების, სტანდარტების ჰარმონიზების გზით. მესამე, მნიშვნელოვანი, ახალი ტექნოლოგიების პროაქტიულად დანერგვა მათ შორის ციფრული ხელსაწყოების და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რათა გაიზარდოს ლოჯისტიკური ეფექტურობა, გაიზარდოს ვაჭრობა და სერვისები მათ შორის ციფრული ვაჭრობა“.- განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე