მარკ რუტე - პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა: მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს, მე აქ ვარ, რომ ვუთხრა მას: დიახ, ჩვენ მხარს გიჭერთ და გვსურს, რომ ეს მოხდეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, სრულად უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხედვას უკრაინაში ომის და მკვლელობების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი. რა შემიძლია გავაკეთო, რა შეუძლია გააკეთოს ნატო-მ, რათა მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ტრამპის ხედვას უკრაინაში ბრძოლისა და მკვლელობების დასრულების შესახებ, მათ შორის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინმა მიიღოს პრეზიდენტის ხედვა, რომ მხარეები უნდა შეჩერდნენ, სადაც არიან. სრულად ვუჭერ მას მხარს და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის განხორციელება“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

მან დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მზადაა შეუერთდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სისტემას, რომელსაც ერთობლივად ავითარებენ ევროპა, კანადა, იაპონია და ავსტრალია.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსული ძალები კატასტროფულ დანაკარგებს განიცდიან.

„გასულ თვეში რუსებმა 20 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს. ომის დაწყებიდან მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ეს 1980-იან წლებში ავღანეთში ათწლიანი ომის დროს მომხდარზე მეტია. ეს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებს.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს. მე აქ ვარ, რომ ვუთხრა მას: დიახ, ჩვენ მხარს გიჭერთ და გვსურს, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება კრემლს აიძულებს, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თანმიმდევრული ზეწოლის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია პუტინი აიძულოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს“, - აღნიშნა რუტემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ