ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებაზე - ატლანტიკის ოკეანის ორივე მხრიდან ნათელი სიგნალი არსებობს, რომ გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე

ვაფასებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან დღევანდელ საუბარს და სამინისტროს გადაწყვეტილებას, სანქციები დაეწესებინა მსხვილი რუსული ნავთობკომპანიებისთვის იმის გამო, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესისადმი ერთგულებას არ იჩენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ევროკავშირის მე-19 პაკეტის მოახლოებული მიღებით, ეს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხრიდან ნათელი სიგნალია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს