ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, მაგრამ ხელში შეგვრჩა „აკაცუკი“ - მას ვეღარ შევხვდით, იმიტომ რომ „აკაცუკთან“ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს

ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, მაგრამ ხელში შეგვრჩა „აკაცუკი“ - მას ვეღარ შევხვდით, იმიტომ რომ „აკაცუკთან“ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 50-კაციან აქციაზე, 51-ე „აკაცუკად“ დადგა.

„წარმოიდგინეთ, ჩამოვიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 „აკაცუკის“ აქციაზე, 51-ე „აკაცუკად“ დადგა. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს შეხვდე?! მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ „აკაცუკი“. ეს გვითხრა და ვეღარ შევხვდით, იმიტომ რომ „აკაცუკთან“ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, მაგრამ ხელში შეგვრჩა „აკაცუკი“,“ -განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ შესაძლოა, თავად პრემიერისთვისაც შეუძლებელი გახდეს ვიზის აღება, კობახიძე პასუხობს: „თქვენ წარმოიდგინეთ ამანაც კი ვერ გააღვივა ჩემში ვერავითარი ინტერესი. ნული ინტერესი“.

კობახიძის თქმით, ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე გავლენებით, თუმცა აღნიშნავს, რომ იმედს იტოვებს, ეს მდგომარეობა გამოსწორდება.

„ჩვენთვის საინტერესოა სამართლიანი დამოკიდებულება. თუ იქნება სამართლიანი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ დღეს ხედავთ რომ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს რესურსი, საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით იმოქმედოს. ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო, ჩამოსულია 17.5%-მდე და აკრძალული აქვთ ეკონომიკაზე საერთოდ საუბარი. მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, რესურსი აქვს ევროპულ ბიუროკრატიას რომ გამოასწოროს მდგომარეობა. ვნახოთ. ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე გავლენებით, თუმცა იმხელა ტრადიციები აქვს ევროპას, რომ იმედს ვიტოვებთ, გამოსწორდება ის მდგომარეობა, რომელიც არის ბიუროკრატიაში,“ -განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს