შაკო ბაღდოშვილს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

შაკო ბაღდოშვილს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.

შსს მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.