ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას - ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, უკრაინას ფინანსური დახმარება 2027 წელსაც გაუწიოს და დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი გადაწყვეტილება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შენარჩუნების შესახებ არა მხოლოდ მომავალი წლისთვის, არამედ 2027 წელსაც.

ზელენსკის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული გაყინული რუსული აქტივების გამოყენების კუთხითაც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის რუსული აგრესიისგან დასაცავად ამ თანხების მაქსიმალურად გამოყენებისთვის და ევროკომისიამ ახლა უნდა შეიმუშაოს ყველა საჭირო ტექნიკური და სამართლებრივი დეტალი ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დადებითი პროგრესი არსებობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაშიც.

„არსებობს დადებითი სიგნალები, რომლებიც მიუთითებს ჩვენი პარტნიორების მზაობაზე, დაუყოვნებლივ ითანამშრომლონ უკრაინულ გუნდებთან. გარდა ამისა, გრძელდება არსებითი მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და საჭირო რესურსებით მომარაგების სფეროებში“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, სამიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის საბოლოო დამტკიცება. უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, ნორვეგიას და შვეიცარიას, მხარი დაუჭირონ ამ შემზღუდავ ზომებს.

„რა თქმა უნდა, უკვე ვიწყებთ ევროკავშირთან მუშაობას სანქციების შემდეგ პაკეტზე - რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის შედეგად მიღებული რეალური დანაკარგები. ამერიკული სანქციები რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ ასევე ძალიან ეფექტურია - მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში ყველა მხარს უჭერდეს რუსული მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკას. ჩვენ უკვე ვიწყებთ შემდეგზე მუშაობას. ჩვენი პარტნიორები გვისმენენ და ჩვენს წინადადებებს ითვალისწინებენ. ყველა უბრალოდ დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს