კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე - ძალიან სამწუხარო და დასანანია, რასაც ვისმენ, ძალიან მწყდება გული - რაც შეეხება კითხვებს, აქამდე არ გვქონია, დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ არ არის სწორი და ლამაზი დასკვნების გაკეთება

ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი ღარიბაშვილისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების ფაქტი.

ამასთან, კითხვაზე, თავად მან ბრიფინგიდან შეიტყო თუ არა ის, რასაც ყოფილი პრემიერი წლების განმავლობაში სჩადიოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ ბრიფინგიდან შეიტყო და აქამდე ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენია.

„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, დანარჩენისთვის გამოძიებას დაველოდოთ. დღეს თქვენ იცით, რომ პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობა დატოვებული აქვს, ამასთან დაკავშირებით განცხადება მან პირადად გააკეთა პარტიის ოფისში რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროა, დასანანია, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას.

რაც შეეხება კითხვებს, არ გვქონია, იმიტომ, რომ რაც შეეხება ავტომობილებს, ეს იყო სახელმწიფო საკუთრება, რითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, რაც შეეხება [მისი შვილის ჩარტერით აშშ-ში] გადაფრენას, ამასთან დაკავშირებით მან განმარტებები გააკეთა და დღეს აღნიშნული საინტერესო არ არის. დაველოდოთ პასუხებს, დაველოდოთ გამოძიება როგორ წარიმართება, როგორ დასრულდება და მერე გააკეთეთ დასკვნები, წინასწარ არ არის სწორი და არ არის ლამაზი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა