კახა კალაძე - ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, კანონის წინააღმდეგ ნაბიჯები გადამედგას - წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი

რა კომპრომატზე მესაუბრებით? ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას: ავსებს თუ არა დეკლარაციას სწორად და ელოდება თუ არა, რომ არასწორად შევსების მოტივით, მომავალში მასზეც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა?

როგორც კალაძემ აღნიშნა, მედია ვერ მოახერხებს მისი წარსული ცხოვრება წაშალოს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ვერ მამარცხებთ, იმიტომ, რომ მაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული. ჩემ წინააღმდეგ კამპანიები გაქვთ გაჩაღებული. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. მე ვარ შემდგარი ადამიანი. ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება წაშალოთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ ამას. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, დამოუკიდებელი ადამიანი. რა კომპრომატზე მესაუბრებით? თქვენ საუბრობთ თქვენი გადმოსახედიდან. იმიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, იმიტომ ხართ გაფარჩაკებულები, გაუბედურებულები, ვერ აკეთებთ ანალიზს რა გჭირთ, რატომ ხართ ამ მდგომარეობაში. რაღაც რომ გეშლება ადამიანს, ჯანსაღი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი ანალიზს აკეთებს, რა შეეშალა, რომ შემდეგ გამოასწოროს და იგივე შეცდომა არ დაუშვას. თქვენ სხვებს აბრალებთ. ქართველი ხალხის ბრალია ყველაფერი რა მდგომარეობაშიც თქვენ ხართ.

არ მაინტერესებს რას საუბრობდით [ირაკლი ღარიბაშვილზე]. თქვენი ყველა სიუჟეტი, განცხადება, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე. რამდენჯერ გამხილეთ ტყუილში, სიცრუეში“, - მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე