ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლის კითხვაზე: ეთანხმებოდა თუ არა მისთვის გირაოსა და შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნას - ვეთანხმები, რა თქმა უნდა

ვეთანხმები, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატების პოზიციის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მას მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ კითხვით მიმართა, ეთანხმებოდა თუ არა ადვოკატების პოზიციას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოსა და შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მოსამართლის კითხვაზე, სურდა თუ არა მას დამატებით რამის თქმა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „არა“.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა