თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს შეუფარდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს შეუფარდა. კერძოდ, აქტივისტ ისაკო დევიძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა შშმ პირთა უფლებადამცველ გია ჯვარშეიშვილს; ირაკლი კალანდაძეს - 4-დღიანი პატიმრობა; დავით ასანიძეს - 6-დღიანი პატიმრობა; დავით მშვენიერაძეს - 5-დღიანი პატიმრობა.

საქალაქო სასამართლოში ერთდროულად რამდენიმე პირის სხდომა მიმდინარეობს, რომელთა უმრავლესობას რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა