შალვა პაპუაშვილი - კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს, თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ორკესტრირებული ხაზია

იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს, თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება.

„იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა.

ცალკე ამბავია, რომ ტერორისტების მხარდამჭერი ამ პროპაგანდისტული მედიის ხელმძღვანელს ორი დღის წინ ევროპარლამენტმა პრემია მიანიჭა, რითაც კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ბრიუსელში არსებული ღირებულებითი კრიზისი.

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება“, - წერს პაპუაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა