ვლადიმერ პუტინი - ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალების თანამედროვეობა ყველა ბირთვულ სახელმწიფოზე მაღალია

სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებმა რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომში ჩართული დაჯგუფებების მეთაურებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„სტრატეგიული შეტევითი ძალების წვრთნასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა. სტრატეგიულ ძალებს შეუძლიათ სრულად უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციისა და საკავშირო სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა და სხვა ბირთვული სახელმწიფოების დონეზე უფრო მაღალია.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების, უფრო სწორად, ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალების თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა. ალბათ, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის, სულ მცირე, ყველა ბირთვულ სახელმწიფოზე მაღალია“, - განაცხადა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე