სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ

რუსეთი ყოველთვის ღიაა პატიოსანი და თანასწორი პარტნიორობისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ღია ვიქნებით პატიოსანი და თანასწორი პარტნიორობისთვის ყველასთან, ვინც ჩვენსავით ხელმძღვანელობს საკუთარი ეროვნული ინტერესებით და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას გაეროს წესდების პრინციპების საფუძველზე აგებს,“- განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი აგრძელებს განვითარებას, როგორც თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ფართო, დეპოლიტიზებული საერთაშორისო თანამშრომლობით.

„დღეს, როდესაც გლობალური ვითარება კვლავ დაძაბულია, მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებსა და სპორტსმენებს შორის ხალხთაშორისი გაცვლა და დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება თანამშრომლობის საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა, რომელიც მოსკოვში, 26-27 ოქტომბერს იმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!