დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირი ომის ისტერიაშია - სწორედ ეს არის მოლაპარაკებებში პაუზის მიზეზი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ახალი შეხვედრისთვის წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს.

„უკრაინელებს არ სურთ მოლაპარაკების პროცესი. ევროპელები, ევროკავშირი, ყველანაირად ახალისებენ მათი ამ სურვილის არ ქონას. ვხედავთ, რომ ევროკავშირი, ფაქტობრივად, ომის ისტერიაშია. სწორედ ეს არის პაუზის მიზეზი“,-განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ამ პაუზის პირობებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპს ესმის, არ არსებობს იმის ვარაუდოს საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში მშვიდობიანი მოგვარების კუთხით რაიმე პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.

მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტი, თავისი გამომწვევი მიზეზებით, კომპლექსურია და ერთ ღამეში ვერ მოგვარდება.

„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გულწრფელი სურვილი, მოაგვაროს ყველა მწვავე კრიზისი, მათ შორის უკრაინის გარშემო არსებული, მხოლოდ დადებით გრძნობებს იწვევს. თუმცა, ზოგჯერ ასეთი გადაჭარბებული აჩქარება, რა თქმა უნდა, მკვეთრად ეწინააღმდეგება რეალობას, რადგან უკრაინის მსგავსი კონფლიქტი, თავისი გამომწვევი მიზეზებით, იმდენად რთულია, რომ მისი ერთ ღამეში მოგვარება შეუძლებელია“, - აღნიშნა პესკოვმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა