რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ლოზუნგით -„ბოლომდე, გამარჯვებამდე“ დასრულდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოწოდების შემდეგ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

დღევანდელ აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებოდნენ. აქციას, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.

აქციაზე დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ასევე, უცვლელი მოთხოვნები - ახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება გააჟღერეს.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტად უკვე 333 დღეა მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა