კახა კალაძე - უხერხულობას ქმნის, როცა პრეზიდენტის დედა საჩუქრად იღებს ისეთი მასშტაბის ქონებას, როგორიც უნივერსიტეტის შენობაა - ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი

უხერხულობას ქმნის, როცა პრეზიდენტის დედა საჩუქრად იღებს ამ მასშტაბის ქონებას, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას. საქმე ეხება სტუ-ს დავას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას წინააღმდეგ.

„მაშინდელმა ხელისუფლებამ აჩუქა, ერთ ლარად მისცა აღნიშნული უნივერსიტეტი, თუმცა კითხვის ნიშნები მაშინ არ ყოფილა. მერე, რა თქმა უნდა, საზოგადოება საუბრობდა აღნიშნულთან დაკავშირებით. უხერხულობას ქმნის, როცა პრეზიდენტის დედა საჩუქრად იღებს ამ მასშტაბის ქონებას, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ უფრო მარტივი იქნება შეფასების გაკეთება. ფაქტი მძიმე და ძალიან ცუდია“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სტუ-ს რექტორმა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების განცხადებით, 17 ოქტომბერს მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს