მარგუს ცაჰკნა - ესტონეთმა უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 150 000 ევრო გამოყო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად 150 000 ევრო გამოყო.

„უკვე აცივდა და რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სასტიკ თავდასხმებს ახორციელებს, მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მარგუს ცაჰკნას თქმით, მისმა ქვეყანამ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, საერთო ჯამში, დაახლოებით 700 000 ევრო გამოყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ზამთრის დადგომამდე ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფისთვის 150 მილიონი დოლარს გამოუყოფს. ამასთან, შვედეთმა ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის დასახმარებლად, მსოფლიო ბანკის მეშვეობით, 35 მილიონი ევრო გამოუყო. 24 ოქტომბერს კი გამოცხადდა, რომ გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 60 მილიონ ევროს გადარიცხავს, რათა დაჩქარდეს გენერატორების, ენერგეტიკული აღჭურვილობისა და მობილური კომბინირებული თბოელექტროსადგურების მიწოდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!