შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სარჩელი მზად ხვალ იქნება, „ლელოს“ კი ვურჩევ, მიმართოს ნინო ლომჯარიას, თუკი პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურობა აინტერესებს - არქივი კარგი რამეა, ჩახედეთ ლომჯარიას მიერ მომზადებულ სარჩელს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის, დღეს ის განიხილება უმრავლესობის სხდომაზე და ხვალ მზად იქნება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ.

„რაც შეეხება სარჩელს, ის მზად არის, მიდის მისი სამართლებრივი დახვეწა. ჩვენ დღეს გვექნება უმრავლესობის სხდომა და ამ სხდომაზე მოხდება ამ სარჩელის განხილვა და ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ, ხვალ უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ შევიტანოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი კონსტიტუციაშია გაწერილი და ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი პრაქტიკა.

„ეს ყოველთვის იყო ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში და ნებისმიერ ქვეყანაში არის ეს. მეორე, არქივი კარგი რამეა, ჩახედეთ არქივს და ნახეთ ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, როდესაც ის ითხოვდა ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მან მაშინ პარლამენტში ოპოზიციონერ წევრებსაც კი გაუგზავნა ეს სარჩელი, ვინაიდან თავად მოსარჩელე ვერ იქნებოდა, იმისთვის, რომ მათ შეეტანათ ეს სარჩელი. ასე რომ, თავად NGO-ებს ჰქონდათ გამზადებული სარჩელი და ცდილობდნენ მაშინდელ პარტიებთან მუშაობას იმისთვის, რომ მათ შეეტანათ ეს სარჩელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ფარისევლობა, ტყუილი და ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ გაბრიყვების მცდელობაა, როდესაც უცხოეთიდან დაქირავებული ეს ჯგუფები ცდილობენ აბსურდული სამართლებრივი განმარტება გააკეთონ, თუმცა ამას ჩვენ ვაკვირდებით, იმიტომ, რომ ამის უკან კონკრეტული დონორების და ელჩების პოზიციას ვხედავთ ხოლმე და ამ მხრივ საინტერესოა.

„ლელოს“ ვურჩევ, რომ მიმართოს ნინო ლომჯარიას, თუკი აინტერესებთ პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციური ან არაკონსტიტუციური ინსტრუმენტია და ის გაუწევთ მათ კონსულტაციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან.

„სარჩელის ლოგიკა არის შემდეგი: ჩვენ ვხედავთ, რომ არიან პარტიები, რომლის გამოყენებაც ხდება იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველო, იმისთვის, რომ დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა, ვხედავთ ომის პროპაგანდას, ვხედავდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და ა.შ. საკითხებს, რომლებიც კონსტიტუციითვე არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება პარტია აიკრძალოს და გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად, ამიტომ ჩვენი მთავარი სამიზნე არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მთავარი გამწევი ძალა ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა. პარტიები, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ აურიონ სიტუაცია საქართველოში, დააორგანიზონ ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ხელისუფლების დამხობის მცდელობები, რომლებიც რამდენიმე ვიხილეთ ბოლო 13 წლის განმავლობაში, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოსცილდა. ეს არის ჩვენი მთავარი საზომი. ჩვენ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით შევქმენით დასავლური სტილის კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტრუმენტები გამოიყენონ დემოკრატიისვე წინააღმდეგ ანუ პარტია როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტი, გამოიყენონ დემოკრატიის ძირის გამოსათხრელად და დასამხობად. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში, მოლდოვაში ახლახან აკრძალეს რამდენიმე პარტია, მანამდე უკრაინაში, გერმანიაში ხდება აკრძალვა, მათ შორის, ორგანიზაციების აკრძალვაც არის გერმანიაში შესაძლებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე