შალვა პაპუაშვილი - ველით განათლების სფეროს ისეთ სრულფასოვან და ყოვლისმომცველ გადააზრებას და ინტეგრაციას სახელმწიფოს შრომის, ცოდნისა და მეცნიერების სექტორებთან, როგორსაც იმსახურებს ჩვენი სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა, ისტორია და სუვერენიტეტი

მოხარული ვარ, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეს საშუალება მაქვს სიტყვით მოგმართოთ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში. დღევანდელი თარიღი შერჩეულია ყველაზე საპატიო და ლოგიკური სახით - დღეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, 27 ოქტომბერი. 185 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიბადა უდიდესი ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე და უბრალოდ, „აი-იას“ შემქმნელი, იაკობ გოგებაშვილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენი მომავალი, ჩვენს შვილებშია. ჩვენი შვილების მომავალს კი, მშობლებთან ერთად, მასწავლებლები განსაზღვრავენ.

,,მთელი ქართული თანამედროვე ცოდნა, განათლება, პედაგოგიკა, ქართული ენა, ანბანი, წარმოადგენს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტს, რომელსაც მეცნიერული და საყოველთაო ფორმით საფუძველი იაკობ გოგებაშვილმა ჩაუყარა. მას შემდეგ ეს პრაქტიკა და მემკვიდრეობა არასოდეს გაწყვეტილა, მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, რაც გასული საუკუნენახევრის განმავლობაში საქართველომ გამოიარა.

დღეს ჩვენ გვხვდა პატივი და პასუხისმგებლობა მივხედოთ ჩვენი სამშობლოს საუნჯეს - დაგროვილ ცოდნას, ეროვნულ თვითშეგნებას და მომავალ თაობას. მასწავლებელი წარმოადგენს და უნდა წარმოადგენდეს ჩვენნაირი, მრავალჭირნახული ქვეყნის მთავარ ფასეულობას, რადგანაც სწორედ თქვენ ხართ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, ჩვენს წინაპრებსა და ჩვენს შთამომავლობას შორის.

აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა. ჩვენი მომავალი, ჩვენს შვილებშია. ჩვენი შვილების მომავალს კი, მშობლებთან ერთად, განსაზღვრავთ თქვენ, მასწავლებლები. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სიმბოლურ დღეს, ჩვენ გადავცემთ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მასწავლებლის როლს, შრომას და ღვაწლს თაობების, ერისა და სამშობლოს წინაშე”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დაგეგმილ განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დიდი როლი აქვთ მასწავლებლებს.

,,დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემას შეეხება. ჩვენ ველით განათლების სფეროს ისეთ სრულფასოვან და ყოვლისმომცველ გადააზრებას და ინტეგრაციას სახელმწიფოს შრომის, ცოდნისა და მეცნიერების სექტორებთან, როგორსაც იმსახურებს ჩვენი სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა, მისი ისტორია და მისი სუვერენიტეტი. ამ პროცესში კი ცხადია უმნიშვნელოვანესია მასწავლებლების, პედაგოგების, მეცნიერების როლი. თქვენი შრომის დაფასება, შრომის ნაყოფიერების ზრდა, უფრო მეტ, გაცილებით ხელშესახებ შედეგად უნდა იქცეს. სწორედ ასე ავაშენებთ ერთიან, ძლიერ და მომავლის საქართველოს”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე