1-ელი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

1-ელი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება - N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.

„აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე რვა ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი მოძრაობდა, ხოლო განახლებულ მარშრუტზე მგზავრებს 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, რაც გაზრდის ტევადობასა და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე, შემცირდება მოლოდინის დრო. ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში ავლაბრის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა