შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებს - დეპუტატის ფიცის დადება ერთი წლით დაგაგვიანდათ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა

მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომას დღეს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებიც ესწრებიან, რომელთაც „სადეპუტატო ფიცის დადება ერთი წლით დააგვიანდათ“.

„დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში, საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც მათ შორის საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი. 2016 წელს იყო მცდელობა არჩევნების შედეგების არ აღიარებისა, თუმცა ბოლოს მოუწია ყველას არჩევნებისა და ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შეუდგნენ. 2020 წელს ვნახეთ ჩვენ მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები. 1 წელი დასჭირდა ზოგიერთს, ზოგს ნახევარი წელი იმისთვის, გაეაზრებინა, რომ ხალხის ნებას ვერ გაექცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას და 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა რეალობისთვის, ხალხის ნებისთვის თვალის არიდებისა. მისასალმებელია, მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება დღეს ძალიანაც უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავადვე მოუსპეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში. მივესალმები ამიტომ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას. თქვენს მაგიდებთან დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდათ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ ფიცს მოაწეროთ ხელი. გისურვებთ, რომ ამ ფიცის ერთგულად შეგესრულებინოთ თქვენი სადეპუტატო უფლებამოსილებები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა