შალვა პაპუაშვილი - პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები - თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, მაშინ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ასევე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს „ლელოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებებს“, შეეძლებათ თუ არა ამ პარტიის წევრებს სხვა პარტიის შექმნა.

„ზუსტად ამას შეეხება მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს შემდეგ რამეს, თუკი არსებობს პარტია და ის მიჩნეულ იქნა, რომ არღვევს კონსტიტუციას და აიკრძალა პარტია, მის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას და იურიდიული ფორმალობით, უბრალოდ ადგენენ და დღეს თუ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხვალ შექმნან და „ეროვნული მოძრაობა“ დაარქვან, იგივე ხალხი, იგივე მიზნებით შეიკრიბოს. ამიტომ, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს - მას შემდეგ, რაც პარტია აიკრძალება დავაკვირდეთ ამ აკრძალული პარტიასთან დაკავშირებული პირები, ხომ არ ცდილობენ, რომ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები და თუკი ამას დავინახავთ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვთქვათ, აიკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, მისმა წევრებმა ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა შექმნეს სხვა პარტია, დაარქვეს პირობითად, „ეროვნული მოძრაობა“, თუ ეს მოხდება ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვთქვათ, რომ რეალურად, ეს არის იმ პარტიის ასლი, რაც იყო, არის მემკვიდრე პარტია თავის შემადგენლობით, იდეოლოგიით, ორგანიზაციული სტრუქტურით, რეგიონში პარტიული სტრუქტურებით და ა.შ. სხვადასხვა კრიტერიუმები რაც ამაზე მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ორკვირიანი ვადა არსებობს იმისათვის, რომ იმსჯელოს და თუ დაადგენს, რომ სინამდვილეში ეს არის ფარსი, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის, როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება.

თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, თავისი არსით, მემკვიდრე პარტია გახდა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, რომ გვერდი აუარო და სხვა სახელი დაირქვა. “-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში