პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გახსნა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გახსნა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გახსნა.

პოლიციამ, შესაბამისი ღონისძიების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეები გააფრთხილა - გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილი წესით.

პოლიციის ნაწილი კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები კი პროტესტს ტროტუარზე განაგრძობენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “ძირს პოლიციური რეჟიმი!”