გედევან ფოფხაძე - მოცემულობას უნდა დავუპირისპირდეთ რადიკალური პროტესტის ფორმებით - იმედს ვიტოვებ, ხუთი ადამიანი ხუთად არ დავრჩებით და შიმშილობის პროტესტი გაიზრდება

ვიღაცები პარლამენტში თანამდებობებს იყოფენ, ვიღაცის სახლიდან მილიონები გამოაქვთ, მე რომ ამის ფონზე ადამიანებს ანალიტიკა შევთავაზო, მორალურად არ ვიქნები მართალი, ამიტომ ის ხალხი, ვინც დღეს დავსხედით საშიმშილოდ, მგონია, რომ ადეკვატურად აღვიქვამთ ამ მოცემულობას და ამ მოცემულობას უნდა დავუპირისპირდეთ უფრო რადიკალური პროტესტის ფორმებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, დღეს მასთან ერთად კიდევ ოთხმა პირმა დაიწყო შიმშილობა. მან იმედი გამოთქვა, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სხვებიც შემოუერთდებიან.

„რეალობა არის ის, რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ, იღებენ დრაკონულ კანონებს, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ პროცესს და მე ამ შემთხვევაში მგონია, რომ ჩვენი პროტესტი უნდა ყოფილიყო ადეკვატური, ამიტომ ჩვენ ვუბრუნდებით ისევ იმ ტრადიციულ პროტესტს, რაც თავის დროზე ეროვნულმა მოძრაობამ ძალიან ეფექტურად გამოიყენა 1988-1989-1990 წლების შიმშილობების დროს.

ვითხოვთ ორ რამეს - ახალ სამართლიან არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მე მგონია, რომ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის სწორი.

ამ შემთხვევაში, შედეგი შეიძლება ბევრ რამეს არ მოჰყვეს - არჩევნებში მონაწილეობას, გზის გადაკეტვას, პერმანენტულ აქციებსა და ა.შ. ჩვენ ხომ ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ იმ რეალობის გამო, რაც არის ქვეყანაში. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ადეკვატური პროტესტი იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა ვითარება, იმდენად გაუსაძლისია რეალობა, რომ ძალიან ძნელია, სხვანაირი არგუმენტებით აუხსნა ადამიანებს ამ რეალობის სიმძიმეც და მორალური ფასიც.

ვიღაცები პარლამენტში თანამდებობებს იყოფენ, ვიღაცის სახლიდან მილიონები გამოაქვთ და ხომ ხვდებით, ქვეყანაში რა ხდება? მე რომ ამის ფონზე ადამიანებს ანალიტიკა შევთავაზო, მორალურად არ ვიქნები მართალი, ამიტომ ის ხალხი, ვინც დღეს დავსხედით საშიმშილოდ, მგონია, რომ ადეკვატურად აღვიქვამთ ამ მოცემულობას და ამ მოცემულობას უნდა დავუპირისპირდეთ უფრო რადიკალური პროტესტის ფორმებით.

ხუთი ადამიანი ვართ თანამოაზრეები, ვინც შიმშილობა დავიწყეთ და მგონია, რომ ვიღაცები კიდევ გამოძებნიან თავის თავში შესაძლებლობებს, გაიზიარებენ ჩვენს განწყობას და შემოგვიერთდებიან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ხუთი ადამიანი ხუთად არ დავრჩებით და ეს პროტესტი გაიზრდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს