გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი, რომელიც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებით ეს ეხება „ლელოს“ - საერთოდ ვერ ვხსნით რატომ მოხვდა „ლელო” ამ ე.წ. ასაკრძალ პარტიებს შორის

ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი, რომელიც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებით ეს ეხება „ლელოს“ - საერთოდ ვერ ვხსნით რატომ მოხვდა „ლელო” ამ ე.წ ასაკრძალ პარტიებს შორის - რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა „ლელოს”, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ლოგიკა მათთვის გაუგებარია.

„პირდაპირ გეტყვით, არ ვიცით, რა შეიძლება იყოს „ოცნების“ ლოგიკა. მათი ლოგიკის ამოხსნა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტი, რომელიც პაპუაშვილისგან მოვისმინეთ. განსაკუთრებით ეს ეხება „ლელოს”. საერთოდ ვერ ვხსნით რატომ მოხვდა „ლელო” ამ ე.წ. ასაკრძალ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა „ლელოს”. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის განაყოფებს, თქვენ ჩვენი პოზიცია იცით, რომ თუ პარტია იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში ეს პარტია არჩევნებით და პოლიტიკური გზებით უნდა დაამარცხო. აკრძალვა არცერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომ ეს კიდევ ერთხელ ემსგავსება „ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის რადიკალიზაციისა და დაპირისპირების ახალ ფაზას. ვფიქრობთ, რომ რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივად რომც აკრძალოს „ახლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის” კოალიცია, მე პირადად დარწმუნებული, ვარ რომ „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც შიშის ფაქტორი, არასდროს გაქრება და ამას პირველ რიგში, „ოცნება” შეუწყობს ხელს. კარგად იცით, რომ „ოცნება” ყველა არჩევნებს იგებს „ნაციონალური მოძრაობის” შიშის ფაქტორის საკმაოდ ეფექტურად გამოყენებით. რამდენად არის ეს ყველაფერი რეალობა და რამდენად ემსახურება რეალურად, „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლას და არის თუ არა ეს მორიგი „ფეიკ“ კამპანია ეს მალე გამოჩნდება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

რაც შეეხება პარტიას “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები