დავით მათიკაშვილი - გახარიას პარტიის ერთი წევრი, ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშია არჩეული - უნდა ჩამოყალიბდნენ, ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვან უარი, ან პარლამენტის წევრობაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციაში 10 წევრი იმის გამოა, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშიც არის არჩეული.

მისი განმარტებით, ჯემალ ანანიძემ ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვას უარი, ან პარლამენტის წევრობაზე, რადგან საკრებულოში მისი არჩევა პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობა იქნება.

„გახარიას პარტიის ერთი წევრი ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშია არჩეული. შესაბამისად, უნდა ჩამოყალიბდნენ. იქ არჩევა, ბუნებრივია, პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობა იქნება, ამიტომ, ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვას უარი, ან პარლამენტის წევრობაზე. როგორც ჩამოყალიბდებიან, შემდგომში უკვე ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია გუშინ შექმნეს. ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციის წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე, რომლის მანდატიც პარლამენტმა გახარიას პარტიის სხვა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად სცნო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი აქვს, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, რუსუდან თევზაძემ მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა და პარტია დატოვა. „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიიდან რომელი წევრი შეცვლის პარლამენტში რუსუდან თევზაძეს, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საარჩევნო სიის ზოგიერთი წევრი პარტიაში აღარ ირიცხება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა