ადვოკატი - ნინო დათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრალოდ არ აძლევდა შესაძლებლობას, პატიმრობაში ყოფილიყო, ეს პროკურატურამ 20 ივნისიდან იცოდა, ამიტომ დღეს მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა დიდი ვერაფერი ვერ არის - სხვა გზა არ არსებობდა

ვერ ვიტყვი, რომ ეს პროკურატურის საოცარი გადაწყვეტილებაა, რადგან 4 თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, რაზეც პასუხისმგებლობა პროკურატურას აქვს,- ამის შესახებ პედაგოგ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას სხვა გზა დარჩენილი აღარ ჰქონდა.

„ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა სასამართლოსთვის მომზადებული, სადაც ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვდით, ამის შესახებ კი სასამართლოს გუშინ შევატყობინეთ. დღეს კი პროკურატურამ თავად დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის-გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პროკურატურის საოცარი გადაწყვეტილებაა, რადგან 4 თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, რაზეც პასუხისმგებლობა პროკურატურას აქვს, რადგან ის იყო უკანონო, დაუსაბუთებელ პატიმრობაში. ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრალოდ არ აძლევდა ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ პატიმრობაში ყოფილიყო და პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. ამის შესახებ პროკურატურისთვის 2025 წლის, 20 ივნისს ცნობილი იყო. დღეს მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა დიდი ვერაფერი ვერ არის, რადგან სხვა გზა არ არსებობდა. დღესვე დატოვებს საპატიმროს“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის