„ოდირი“ საქართველოს ომბუდსმენის მოთხოვნით ბოლო დროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებზე შეფასებას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს

ოდირი საქართველოში ბოლო დროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, შეფასებას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს ომბუდსმენის მოთხოვნით, "ოდირი" საქართველოში ბოლო დროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე ახდენენ გავლენას, იურიდიულ შეფასებას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

„ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის ჩვენი დახმარების შემოთავაზებას", - ნათქვამია ეუთო/ოდირის განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა