სალომე ზურაბიშვილი - პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ, თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ

ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის დასკვნას, რომლითაც მიმართეს პატრიარქს, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლდეს და მღვდელმსახურად გამწესდეს სამების ლავრაში.

„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ, თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს!”, - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის შემდეგ საპატრიარქომ გამოაქვეყნა პატრიარქის, ილია მეორეს ხელმოწერილი ბრძანება, რომელის თანახმად, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან თავისუფლდება და წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა