მიხეილ ყაველაშვილი - ვინ აზიანებს  ევროპულ ღირებულებას, რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება? - მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ მათი ქმედება, დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის

ვინ აზიანებს იმ ევროპულ ღირებულებას რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება, რომ ამ [ევროკავშირის] სივრცის ნაწილი გავმხდარიყავით?, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს სწორედ გერმანიის ელჩის და სხვების ქმედებები აზიანებს.

„საქციელი მაგალითად, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებდა, პირდაპირ წერია შავით თეთრზე, ვენის კონვენციის 41-ე მუხლია, რა ევალება ელჩს, როცა ის სხვა ქვეყანაშია. პირდაპირ არის გაწერილი და ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს ეს ადამიანი ყველაფერს და არამარტო ეს ელჩი. როცა მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა პირდაპირ ეკრძალებათ, ის თავს მეტის უფლებას აძლევს. ეს ეწინააღმდეგება იმ პროცეს, რომლისკენაც ჩვენ საუკუნეებია და წლებია ვისწრაფვით, ვინ აზიანებს ამ შემთხვევაში, აზიანებენ ეს ადამიანები“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განცხადებით, ევროკავშირში არიან ძალები, თუმცა ჯერჯერობით მცირე, რომელთაც იგივე ღირებულებები აქვთ, რაც საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას.

„ევროკავშირში არიან ძალები ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ რაც ჩვენ, ამ შემთხვევაში დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას. ჩვენ გვყავს პარტნიორები მაგალითად ამ საკითხში შეგვიძლია დავასახელოთ უნგრეთი, სლოვაკეთი, ახლა უკვე ჩეხეთშიც გაიმარჯვა ამ იდეოლოგიის, ამ ღირებულებების მქონე პარტიამ და ძალებმა. ევროპა არ არის დღეს შექმნილი, მრავალფეროვნება, სამართალი, ადამიანის უფლებები სწორედ იქ განხორციელდა, იმიტომ იყო ჩვენი სურვილი, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაირღვეს, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ეს პროცესი შეიცვლება. მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მსჯელობისთვის ნებისმიერ საკითხზე მუდმივად ხაზს ვუსვამ, მაგრამ მათი ქმედება, მათი ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის. შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. პარადოქსია, რომ თითქოს ქართველ ხალხზე აქვთ აქცენტი, არჩევნების დროს რომ აკეთებდნენ, არღვევდნენ ამ კონვენციას და პირდაპირი მნიშვნელობით ერეოდნენ არჩევნებში, ქართველ ხალხზე ჰქონდათ თითქოს აქცენტი და ეს ხალხი, უმრავლესობა არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ამ ხალხს რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ თვლი, რომ ეს ადამიანები ვერ აზროვნებენ, გონიერები არ არიან და ვერ ხედავენ რაში არის საქმე და რაში არის ჩარევა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა