გიორგი კალანდარიშვილი - თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. ის არის ასაკრძალი, თუ არადა ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური საარჩევნო კომისია

თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. ის არის ასაკრძალი, თუ არადა ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური საარჩევნო კომისია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვის შესახებ დეპუტატთა ჯგუფის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. მან ისეთი ქმედება განახორციელა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება განაპირობა.

„4 ოქტომბრის არჩევნებზე 12 პოლიტიკური გაერთიანება და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება პარტიების აკრძალვის საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაცია არც ინიციატორი არის ამ საკითხის, ისევე როგორც არც განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები. აქედან გამომდინარე, არარელევანტურია კითხვა ცესკო-სთან მიმართებით. არც პარტიების რეგისტრაციის საკითხი, არც მათი გაუქმების საკითხი არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს. ამას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ შემთხვევაში, ინიციატორი გახლავთ საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, მის მიღმა ვინ იქნება და ვინ არა და წინასწარ იმის შეფასება ვინ აიკრძალება, ვინ არა, ბუნებრივია, მოვლენების გადასწრებაა. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს.

ჩვენ დავარეგისტრირებთ არჩევნებში ყველა იმ პარტიას, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობას და უზრუნველვყოფთ იმ გარემოს, რომელიც ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას თანაბარ პირობებში ჩააყენებს, რაც 4 ოქტომბრის, ასევე 26 ოქტომბრის არჩევნებზე სრულად იყო უზრუნველყოფილი. ასევე, სრულად იქნება მომავალშიც უზრუნველყოფილი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამის თაობაზე [პარტიების აკრძალვაზე] ჩვენი მოსაზრება, მაგრამ თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. ის არის ასაკრძალი, თუ არადა ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. მან ისეთი ქმედება განახორციელა, რომელმაც განაპირობა ასეთი ქმედება. ამიტომ შეგიძლიათ ეს საკითხები შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან გაიაროთ. შეგიძლიათ ასევე, სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაც ნახოთ იმის თაობაზე სად რა აიკრძალა და რა არა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა