შალვა პაპუაშვილი - 64 მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგნენ ახლად არჩეული მერები და საკრებულოები - 4 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ხალხის პოლიტიკური სიბრძნე და ქვეყნის მომავლის მიმართ ერთგულება

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ერთგულ ამომრჩევლებს. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ყველა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება და ყველა საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა რაოდენობით და კონფიგურაციით, ჯამში შვიდი პარტია არის წარმოდგენილი.

„საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგნენ ახლად არჩეული მერები და საკრებულოები. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ხალხის პოლიტიკური სიბრძნე და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ ერთგულება.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ერთგულ ამომრჩევლებს. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ყველა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება და ყველა საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება.

ამავე დროს, მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. დღეს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა რაოდენობით და კონფიგურაციით, ჯამში შვიდი პარტია არის წარმოდგენილი: „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“, „ევროპელი სოციალისტები“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“, „კონსერვატორები“ და „ლელო“.

ის ფაქტი, რომ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ აღიარეს არჩევნების შედგები, რომელიც იმავე ცესკომ, იმავე კანონმდებლობით და იმავე ტექნოლოგიით ჩაატარა, როგორითაც 2024 წლის არჩევნები, აჩვენებს, თუ რამდენად ყალბი იყო, მათი მხრიდან, პარლამენტის არჩევნების შედეგების მიღებაზე უარის თქმა. სწორედ ეს არის დემოკრატიის ძალა - ბოლოს, ხალხის ნებას ვერავინ გაექცევა.

ყველა მერს და საკრებულოს წევრს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას მათი მუნიციპალიტეტების საკეთილდღეოდ“, - წერს პაპუაშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა