გიორგი შარაშიძის ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე, რომელმაც ბათუმის საკრებულო დატოვა, პარლამენტში შედის

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი ჯემალ ანანიძე, რომელმაც ბათუმის საკრებულო დატოვა, პარლამენტში შედის. ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, უახლოეს დღეებში ფრაქცია „საქართველოსთვის“ 12 წევრამდე შეივსება.

„არა, არავინ არ წასულა პარტიიდან, გიდასტურებთ. უახლოეს დღეებში ჩვენი ფრაქცია 12 წევრამდე შეივსება და ამას ყველა გაიგებთ“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს. ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობითაა წარმოდგენილი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციაში 10 წევრი იმის გამოა, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოშიც არის არჩეული. მისი განმარტებით, ჯემალ ანანიძემ ან საკრებულოს წევრობაზე უნდა თქვას უარი, ან პარლამენტის წევრობაზე, რადგან საკრებულოში მისი არჩევა პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობა იქნება.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ჯემალ ანანიძემ, ბათუმის საკრებულოს მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი აქვს, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, რუსუდან თევზაძემ მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა და პარტია დატოვა. „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიიდან რომელი წევრი შეცვლის პარლამენტში რუსუდან თევზაძეს, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საარჩევნო სიის ზოგიერთი წევრი პარტიაში აღარ ირიცხება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში