ნინო წილოსანი - თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? - როცა ამას ლატვია აკეთებს, არავინ გააკრიტიკებს, მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო

თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? - თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება ლატვიის სეიმის მიერ „სტამბოლის კონვენციიდან“ გამოსვლის მხარდაჭერას.

წილოსანის თქმით, საქართველოს აკრიტიკებენ თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და „გამოიყენა ფუნდამენტური უფლება“.

„თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე