მედია - ნიდერლანდებს სლოვაკეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა სურს

ნიდერლანდების მთავრობა სლოვაკეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად დისციპლინური წარმოების დაწყებას განიხილავს, - ინფორმაციას Deutsche Welle გამოცემა Vsquare-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

VSquare დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ მუხლის თანახმად, ევროპულ საბჭოს, კვალიფიციური უმრავლესობით, შეუძლია შეაჩეროს წევრი სახელმწიფოს გარკვეული უფლებები, კერძოდ, ჩამოართვას მის წარმომადგენელს ხმის მიცემის უფლება ევროპულ ინსტიტუტებში თუ დადგინდება, რომ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ასეთი პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ნიდერლანდების პარლამენტის მიერ 16 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას მოჰყვა. რეზოლუციაში პარლამენტარები მოუწოდებენ რომელიც ნიდერლანდების მთავრობას, რეაგირება მოახდინის სლოვაკეთის ქმედებებზე, რომლებიც, მათი აზრით, ზღუდავს ლგბტ+ უფლებებს და ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას. VSquare-ის ცნობით, ნიდერლანდების მთავრობა ამჟამად არაფორმალურად აფასებს, მზად არიან თუ არა ევროკავშირის სხვა ქვეყნები მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. თუმცა, ნიდერლანდებს სურთ, რომ ევროკომისიამ პირველი ნაბიჯი გადადგას და ევროკავშირის სასამართლოში დარღვევის შესახებ საქმე აღძრას.

ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს სლოვაკეთის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მხოლოდ ორ სქესს - მამრობითს და მდედრობითს - აღიარებს. ცვლილებები ასევე კრძალავს დაუქორწინებელი წყვილების მიერ შვილის აყვანას და სრულად კრძალავს სუროგაციას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!