კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე - გამარჯვება, რომელიც არჩევნებზე მოვიპოვეთ, თბილისელების გამარჯვებაა - გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ

უკვე მესამედ მაქვს პატივი, ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია ვახორციელებთ, არის სწორი და უალტერნატივო - გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახლად არჩეული საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქში მიმდინარე პროექტების განვითარების ტემპებთან და პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გააცნო.

„გამარჯვება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გუნდის არ არის — ეს არის თქვენი გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება, ადამიანების, რომელთაც გჯერათ თბილისის შესაძლებლობების და მისი მომავლის. არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით ვიყო თქვენს სამსახურში, რათა ყველა დაპირება, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, ვაქციოთ რეალობად და წინგადადგმულ ნაბიჯად ჩვენი დედაქალაქისთვის. შესაბამისად, დღეს თქვენ წინაშე მხოლოდ ერთი დაპირებით წარვდგები - გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ.

რაც შეეხება საქმეს, არჩევნებიდან მეორე დღესვე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ყველა მიმართულებით და უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. როგორც იცით, გამოცხადებულია ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. იმედი მაქვს, დეკემბრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, დაწყებულია მუშაობა ბეთანიის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე. თბილისთან ახლოს მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი დედაქალაქისთვის. როგორც წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თბილისის მეტროს დაემატება 111 ახალი, თანამედროვე სტანდარტის ვაგონი, რაც გულისხმობს 25 მატარებელს, მათ შორის 14 ერთეული იქნება 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი. თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მჭიდრო თანამშრომლობით, უკვე დასრულდა ტენდერი ახალი, თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-თი გრუპი“. დაწყებულია მეტროსადგურების- „მარჯანიშვილი“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელების პროექტირება. სასიამოვნო სიახლეა საბაგირო გზების განვითარების პროექტიც. კერძოდ, როგორც უკვე დავაანონსეთ, მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვის უბნის, ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის