დიმიტრი პესკოვი - ყველას ვურჩევ, სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის კონტაქტებთან დაკავშირებით საგაზეთო ცნობებს არ დაეყრდნონ

რუსეთის პრეზიდენტი პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებს მოუწოდებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის კონტაქტებთან დაკავშირებით, გაზეთების შეფასებების ნაცვლად, ოფიციალურ ფორმულირებას დაეყრდნონ.

„ყველას ვურჩევ, გაიხსენონ ლავროვისა და რუბიოს მიერ გამოყენებული ფორმულირებები. იყო სრულიად განსხვავებული ფორმულირებები, სრულიად განსხვავებული შეფასებები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ ფორმულირებებზე და არა საგაზეთო ცნობებზე“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც ხაზგასმული იყო კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ მოგვარების უცვლელი მოთხოვნები, რაც გულისხმობს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მკვეთრ შემცირებას და გარანტიებს, რომ ის არასდროს შეუერთდება ნატო-ს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს