ირაკლი კობახიძე - შეუძლებელია 8 საათი ორ ან სამ სხვადასხვა სამსახურში იმუშაო, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს - თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ

შეუძლებელია 8 საათი ორ ან სამ სხვადასხვა სამსახურში იმუშაო, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს - თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამისათვის უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ახალი კანონი შეაფასა, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც საჯარო სამსახურის უფრო სწორად მუშაობას უზრუნველყოფს.

„ამ ცვლილებების მიზანი ოპტიმიზაციაა, მათ შორის ხარჯების. სახელმწიფო საწარმოებში, თუმც არა მარტო, სამინისტროებშიც კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე 60 მილიონ ლარზე მეტი დავზოგეთ.

აქაც არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგან, თეორიულადაც შეუძლებელია 8 საათი იმუშაო, ორ ან სამ სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური.

თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამისათვის უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და შემთხვევები, როცა საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ უპასუხებს ბაზრის მოთხოვნებს, ასეთ პირობებში ფიქციურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, არამედ უნდა შევთავაზოთ, ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება, ეს იქნება სწორი პრინციპი და არა ხელოვნურად გაფორმება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ასეთი წერილობითი თანხმობა კი, მხოლოდ ერთი წლის ვადით შეიძლება გაიცეს.

კანონში განხორციელებული და უკვე ძალაში შესული ცვლილებებით, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.

ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.

იმ შემთხვევაში თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი აღნიშნულ კანონს დაარღვევს, საჯარო სექტორში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება და 2 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს