სალომე ზურაბიშვილი - დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს

დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს.

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას.

„ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს?! ამის მაგალითია საჯარო სამსახურის ახალი კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას. მეორეს მხრივ, კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას მათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომი პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე მეორე სამსახურის აკრძალვა ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს. და ბოლოს, ასეთი შერჩევითი წესი აკადემიურ თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება. ასეთ მავნებლურ კანონებს ერთი მეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ ინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარ დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ, რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული, ან თუნდაც დაწერილი? გადაწერილი კი ბატონო! ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს“,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ასეთი წერილობითი თანხმობა კი, მხოლოდ ერთი წლის ვადით შეიძლება გაიცეს. იგივე პრინციპი მოსამართლეებზეც ვრცელდება. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებდეს, თუმცა აქამდე მოქმედი კანონით, ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა