შალვა პაპუაშვილი სანქციებზე - კიდევ უარესი, თუ ბრიუსელი აპირებს, სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად - მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ

კიდევ უარესი, თუკი ბრიუსელი აპირებს, სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად საქართველოსთან მიმართებით - მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით, ამგვარი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“, რომ ევროკავშირი მათ პერსონალურ სანქციებს დაუწესებს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის ნაწილში.

პაპუაშვილმა ბრიუსელს ურჩია, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს, როგორ დაემსგავსა მათი მეთოდები სხვა ქვეყნის მეთოდებს, რომლებსაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ უვიზო რეჟიმის გაუქმებაც და დეპორტაციაც გამოუყენებია.

„საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ სარკეში ჩაიხედოს ყველამ და დაინახოს თუ როგორ იმეორებენ იმ გზას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ჰქონიათ. ჩვენთვის უვიზოც შეუწყვეტია სხვა ქვეყანას, ჩვენთვის სანქციებიც დაუწესებია სხვა ქვეყანას. ეს ყველაფერი ქართველ ხალხს გავლილი გვაქვს. სანქციებიც გახსოვთ, დეპორტაციებიც გახსოვთ, უვიზოს შეწყვეტაც გახსოვთ საქართველოსთან მიმართებით - რატომ აკეთებდნენ? იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე. ამან რაიმე დაძრა ქართველი ხალხის ნებაში? რაიმე მავნე გავლენა იქონია? რაღაც მომენტში ოდესმე ქართველმა ხალხმა უღალატა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს? არა! ასე რომ, ეს მოლოდინი ნუ ექნება ნურავის. ისტორია ხომ მაინც რაღაც გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, რომ ამგვარი მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით, ამგვარი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ. კიდევ უარესი თუკი ბრიუსელი აპირებს სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ, რომ ეს უკვე თავის თავზე იმეტყველებს თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე