ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სამედიცინო ქსელის, ACIBADEM-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა ბათუმის ცენტრში, ზურაბ გორგილაძის 2 ნომერში. ეს მოვლენა, წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და ხსნის ახალ, უფრო მოსახერხებელ შესაძლებლობებს ქართველი პაციენტებისთვის, რომლებიც მსოფლიო დონის სამკურნალო სერვისებით სარგებლობას შეძლებენ.

ხიდი ჯანმრთელობისაკენ: პროფესიონალთა გუნდის სრული მხარდაჭერა
ACIBADEM-ის ბათუმის ახალი ოფისის გახსნის მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში მკურნალობის ორგანიზების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და გამჭვირვალე გახადოს. ოფისში დასაქმებული გუნდი, პაციენტებს უპრობლემოდ მოუგვარებს მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ ყველა რთულ საკითხს:

სტრატეგიული ნაბიჯი სამედიცინო პარტნიორობის განვითარებაში
ოფისის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა ACIBADEM-ის საერთაშორისო ბიზნესის განვითარების დირექტორი, ილიას ბენვენისტე:
„უდიდესი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ დღეს ვიმყოფები ბათუმში - ჩვენი ახალი ოფისის გახსნაზე. უკვე თითქმის 20 წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს სამედიცინო სექტორთან. პირველი ოფისი საქართველოში 10 წლის წინ გავხსენით, და დღეს განსაკუთრებული სიხარულით წარმოგიდგენთ ახალ წარმომადგენლობას ბათუმში, რომელიც მოემსახურება ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სურს. ჩვენი გუნდი დაეხმარება პაციენტებს სამედიცინო დოკუმენტების თარგმნასა და გაგზავნაში, აგრეთვე მკურნალობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო საკითხში.“

ეს ნაბიჯი, კავკასიის რეგიონში, კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია.
ACIBADEM-ის პარტნიორობა საქართველოსთან არ შემოიფარგლება მხოლოდ პაციენტების მკურნალობით - კომპანია აქტიურად მონაწილეობს განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში, ხელს უწყობს ქართველი ექიმების გადამზადებასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.
ACIBADEM: მსოფლიო დონის სამედიცინი ცენტრი, რომელიც სრულადაა ორიენტირებული პაციენტების საჭიროებებზე
ACIBADEM-ის სამედიცინო ქსელი 1991 წელს დაფუძნდა და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკათა ქსელად. დღეს ჯგუფი აერთიანებს:
კომპანიის ხარისხსა და სანდოობას ადასტურებს უამრავი ჯილდო - ACIBADEM-ის კლინიკათა ქსელმა ცხრაჯერ მოიპოვა სამედიცინო მომსახურების ექსპორტის სფეროში „ჩემპიონის“ ტიტული, ხოლო თითოეული კლინიკა აღიარებულია „LEED Gold Certificate“-ით ეკოლოგიურობისა და ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტების დაცვისთვის.
პერსპექტივები საქართველოსთვის
ბათუმში წარმომადგენლობის გახსნა არ არის მხოლოდ ახალი ოფისის დამატება - ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონის სამედიცინო მიმართულების განვითარებაში. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ახლა პირდაპირი და მარტივი წვდომა ექნება უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებთან და წამყვან სპეციალისტებთან, ყოველგვარი რთული საორგანიზაციო საკითხების გარეშე.
დამატებითი ინფორმაციის, ჩაწერისა და კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ოფიციალური ანგარიშები:
ვებ-გვერდი: www.acibadem.ge
Instagram: @acibademsaglik
Facebook: Acibadem A Class Healthcare Services
(R)