პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდა მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, 19 წლის ბელა მეი კალის საპროცესო შეთანხმება

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე მსჯავრდებული ბრიტანეთის მოქალაქის, 19 წლის ბელა მეი კალის საქმის პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი განმარტავს, თუ რატომ გაუფორმდა მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულს საპროცესო შეთანხმება.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებისას პროკურატურამ დაკავებულის ასაკი, აღიარება და მისი ორსულობა გაითვალისწინა.

„ბრალი, რომლის ჩადენაშიც ბრალდებული იმხილებოდა, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 15-დან 20-წლამდე, ან უვადოდ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, გამოძიებასთან ითანამშრომლა, დაცვის მხარემ განცხადებით მომართა პროკურატურას, მათ ითხოვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ჩვენს მიერ განხილული იქნა აღნიშნული საკითხი, გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის აღიარება, მისი ასაკი და მდგომარეობა. საბოლოოდ მხარეები შეჯერდნენ და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 თვითა და 24 დღით, დამატებით სასჯელად დაეკისრა 500 000 ლარი“, - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

კითხვაზე, რას გულისხმობს თანამშრომლობაში, პროკურორი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

„ჩვენების შინაარსს ვერ გავახმაურებ, თუმცა, მან დაასახელა თავისი კონტაქტები, რასთან დაკავშირებითაც ცალკე გამოყოფილია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებს პროკურორი.

კითხვაზე, გამოძიება მიმდინარეობს თუ არა იმ პირთა მიმართ, რომლებმაც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები მსჯავრდებულს საქართველოში გამოატანეს, პროკურორმა დადებითი პასუხი გასცა.

„კი ბატონო, თუმცა, ეს გამოძიების საკითხია. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალებები... რაც შეეხება მსგავსი კატეგორიის დანაშაულებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, პროკურატურას მკაცრი მიდგომა გვაქვს, თუმცა, საპროცესო შეთანხმებების საკითხი ყოველთვის ინდივიდუალურად წყდება ხოლმე“, - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. ბელა მეი კალის თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს თარიღი მოხდილად ჩაეთვალა.

ბელა მეი კალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის