ქალმა პოლიტიკოსებმა ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს

ქალი პოლიტიკოსების ნაწილმა ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართა. ისინი ანასტასია ზინოვკინასთვის ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარებასა და შესაბამისი მკურნალობის გაწევას მოითხოვენ.

„მოვითხოვთ, ანასტასია ზინოვკინას მრავალპროფილურ კლინიკაში ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარდეს და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შესაბამისი მკურნალობა გაეწიოს; ასევე, მოვითხოვთ #5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისდამი განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან, პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტებთან დაკავშირებით ოპერატიულად ჩატარდეს მოკვლევა და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საზოგადოებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს აწერენ განცხადებას:

მედეა მეტრეველი; ნინო კვიტაიშვილი; ბარბარა ჯიმელი სულაშვილი; ანა ჩიქოვანი; თეონა აქუბარდია; თეონა ჭალიძე; ანი ქავთარაძე; მარიამ კუკავა; თამუნა გამყრელიძე; ნინო გოგინაშვილი; თამარ ყორღანაშვილი; ნანა ტოხვაძე; მარიკა არევაძე; თამი ჟორჟოლიანი; შორენა ლობჟანიძე; თამთა ჯოლოხავა; აზა გაბუნია; თინათინ ბოლოკაძე; ნატო სლეპაკოვა; თინათინ ლოცულაშვილი; სოფო ჯაფარიძე; ნანა მალაშხია; ნინო წულაძე.

ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ანასტასია ზინოვკინა და მისი მეუღლე, არტემ გრიბული ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8.5-8.5 წელი აქვთ მისჯილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ