სახალხო დამცველის ოფისთან მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ანასტასია ზინოვკინასთვის ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარებასა და შესაბამისი მკურნალობის გაწევას მოითხოვენ.

ისინი, ასევე მოითხოვენ, რომ მათ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პირადად შეხვდეს.

ადგილზე აქციის მონაწილეებს მსჯავრდებულის ფოტოები და ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით - „შეწყვიტეთ ზინოვკინას წამება“, „გადაიყვანეთ კლინიკაში ზინოვკინა“, „აღირსეთ კლინიკა ანასტასია ზინოვკინას“ და ა.შ.

ინფორმაციის, სახალხო დამცველის აპარატმა, რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს. განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ „სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.

ცნობისთვის, ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ანასტასია ზინოვკინა და მისი მეუღლე, არტემ გრიბული ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8.5-8.5 წელი აქვთ მისჯილი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს