მარიამ ქვრივიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის - გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან, ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენ გვექნება უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ჩინეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან. ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც ცალსახად ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაიყვანს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთაშორის ურთიერთობებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის, მათ შორის ერთ-ერთი მემორანდუმიც ამყარებს აღნიშნულ თანამშრომლობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მემორანდუმებით, ისევე როგორც იმ შეხვედრებით, რომლებიც ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება, უახლოეს მომავალში ხელშესახებ შედეგებს ვნახავთ, რაც გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას, გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი მეწარმეები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩინეთში, მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, სადაც საქართველო პირველად წარდგება, როგორც საპატიო სტუმარი. მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაამყარონ ურთიერთობები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს