ლადო წიბახაშვილს სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მხატვარი ლადო წიბახაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა.

მანამდე ლადო წიბახაშვილის დედას პედაგოგს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა