გიორგი შარაშიძე - სამწუხაროდ, გაფართოების ანგარიშიდან არაფერი კარგის მოლოდინი არ გვაქვს - ძალიან კრიტიკული განცხადება იქნება, რასაც „ოცნება“, მათთვის ჩვეული პრაქტიკით, „გაასაღებს“ ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმად

სამწუხაროდ, გაფართოების ანგარიშიდან არაფერი კარგის მოლოდინი არ გვაქვს და ვერ გვექნება - დარწმუნებული ვარ, ძალიან კრიტიკული განცხადება იქნება, რასაც „ოცნება“, მათთვის ჩვეული პრაქტიკით, „გაასაღებს“ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმად და მტრულ დამოკიდებულებად, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შარაშიძის თქმით, მისმა გუნდმა ბევრი გააკეთა, რომ შეფასებაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა არ იყოს ასახული.

მისი განცხადებით, უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს.

„გასაგებია, რომ ქართველი ხალხის წინაშე „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულის გამო, რასაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩადის, რა თქმა უნდა, არაფერი კარგის მოლოდინი არ გვაქვს და ვერ გვექნება. თავად „ოცნება“ აცხადებს უარს ევროპულ მომავალზე, თავად „ოცნება“ ამბობს უარს ამ ქვეყანაში დემოკრატიაზე და გასაგებია ის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებენ. სამწუხაროდ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან კრიტიკული განცხადება, რასაც „ოცნება“ ჩვეულებისამებრ, მათთვის ჩვეული პრაქტიკით, „გაასაღებს“ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმად და მტრულ დამოკიდებულებად. მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, რომ რა თქმა უნდა, თუ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რამე სურთ, პირველ რიგში, ისაა, რომ საქართველოში არსებობდეს დემოკრატია, საქართველოში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ერთადერთი, რაც ჩვენთვის არის მთავარი და რისთვისაც ჩვენმა გუნდმა ბევრი რამ გააკეთა, დღესაც აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს არის ის, რომ ამ შეფასებაში არ იყოს ასახული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა. ეს არ არის არავის მონაპოვარი, გარდა ქართველი ხალხისა და მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის ის პრივილეგია, რასაც ჰქვია ევროპაში უვიზო მიმოსვლა.

უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, ეს არის მთავარი. ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ შენარჩუნდეს. რაც შეეხება კრიტიკას დემოკრატიულ უკუსვლაზე - მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს კრიტიკა არის სამართლიანო, ობიექტური და სხვა მოლოდინი ჩვენ გარდა კრიტიკული შეფასებისა, ვერ გვექნება. იმ ყველა პროცესის ფონზე, რაც საქართველოში განსაკუთრებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, პოზიტიური მოლოდინი სამწუხაროდ ვერ გვექნება“, - განაცხადა შარაშიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის