სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები: აფგან სადიგოვი ჯამში 100 000 დოლარით დაჯარიმდა ახალი კანონის დარღვევისთვის, რომელიც მომიტინგეებს ქუჩების გადაკეტვას უკრძალავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა.

მისი შეფასებით, ეს საქართველოში ტერორის ახალი რეკორდია.

„ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები! აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა ახალი კანონის 55 დარღვევისთვის, რომელიც მომიტინგეებს ქუჩების გადაკეტვას უკრძალავს“, - წერს ზურაბიშვილი.

გზის გადაკეტვის გამო მოქალაქეების დაკავების შესახებ ზურაბიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი პროტესტის ჩახშობაა.

„ტერორი საქართველოში, ყოველდღიურად მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს თბილისში, სადაც საპროტესტო აქციები 341 დღეა გრძელდება. ადამიანები დააკავეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ან დამცავი ნიღბების ტარების გამო. განმეორებითი დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს! საბოლოო მიზანი პროტესტის ჩახშობა!",- წერს ზურაბიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა