ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის, Ukraine Facility-ის ფარგლებში, 1.8 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსების გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის, Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში, მეხუთე ტრანშის - 1.8 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსების - გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

ევროკავშირის საბჭოში აცხადებენ, რომ ეს თანხა ასახავს უკრაინის მიერ მეხუთე ტრანშის მისაღებად საჭირო ცხრა ეტაპის წარმატებით შესრულებას.

დაფინანსების უპირველესი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გაძლიერება და მისი საჯარო ადმინისტრაციის უწყვეტი ფუნქციონირების მხარდაჭერა.

„Ukraine Facility-ის ფაგლებში გამოყოფილი დახმარება მჭიდრო კავშირშია უკრაინის გეგმასთან, რომელიც ასახავს უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი რეფორმების განხორციელების გრაფიკს მომდევნო წლებში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ცნობისთვის, Ukraine Facility-ის პროგრამა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ მარტს შევიდა, უზრუნველყოფს 50 მილიარდ ევრომდე სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და სესხების სახით, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ