ლევან სამუშია - ჩვენს აკრძალვას სთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელიც წარსულში ადეიშვილის მოადგილე გახლდათ - ასეთი სამართალია ჩვენს ქვეყანაში

ჩვენს აკრძალვას სთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც წარსულში ადეიშვილის მოადგილე გახლდათ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც მმართველი პარტია სამი ოპოზიციური კოალიციის აკრძალვას ითხოვს.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, საკუთარი საქმიანობის გამო, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აკრძალვას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი პარლამენტის წევრები, რომლებიც მაშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ და ახლა გადმოპორტირებულები არიან „რუსულ ოცნებაში“, ახლა ჩვენი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აკრძალვას მოითხოვენ. მაშინ, როდესაც მე და ჩემი პარტიის უდიდესი უმრავლესობა მაშინაც ოპოზიციაში ვიყავით და ახლაც. ეს ადამიანები საკუთარი საქმიანობის გამო, როდესაც ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, ითხოვენ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აკრძალვას.

ასევე, მთავარია კიდევ ერთი ნიუანსი, ახლა ჩვენს აკრძალვას სთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც წარსულში ადეიშვილის მოადგილე გახლდათ. ასეთი სამართალი და სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი 30 ოქტომბერს შეიტანა. მმართველი პარტია მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელიც გამოაქვეყნა. სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე და მომხსენებელია ვასილ როინიშვილი. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის